აირჩიეთ ენა: ქართულიEnglish

პროექტის რეკომენდაციები

#1 რეკომენდაცია
  • გამოკითხულ ექიმთა უმრავლესობის დამოკიდებულება სტატისტიკური მონაცემების სარწმუნოების მიმართ სკეპტიკურია.
  • მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა აზრით, ისინი გამოხატავენ პრიორიტეტებს და ზრდის ტენდენციებს.
ჯანმრთელობის შესახებ კანონი 153 მუხლი 2000წ 5 დეკემბერი #242/ნ
200წლიდან პათოლოგ-ანატომიურ გაკვეთას აწარმოებს სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმი, აუცილებელ ფორმატში: თუ არის ეჭვი განსაკუთრებით საშიში ინფექციით გამოწვეულ სიკვდილზე. ყველა სხვა შემთხვევაში, პათოლოგ-ანატომიური გაკვეთა ხორციელდება რელიგიური ან სხვა მოტივების, აგრეთვე გარდაცვლილის სიცოცხლეში გაცხადებული ნების გათვალისწინებით, ან მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენელის თანხმობით.

#2 რეკომენდაცია
  • ოჯახის ექიმის გუნდის მიერ სამოქმედო უბნის აღრიცხვის პროცესი არა არის დასრულებული, მაგ. კახეთში მოსახლეობის 60% აღნიშნავს, რომ ექთანმა დააფიქსირა საპასპორტო მონაცემები.
  • თბილისში გამოკითხულ ექიმთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ამ საქმეში დამატებითი მატერიალური დაინტერესებაა საჭირო.
  • სკრინინგული აქტივობა – მხოლოდ 2%-ში გაიზომა არტერიული წნევა ბინაზე, გამოძახების გარეშე.
#3 რეკომენდაცია
  • გამოკითხულ ექიმთა 90% აღნიშნავს, რომ ექიმსა და პაციენტებს შორის ცუდი კომუნიკაცია არის ქრონიკული დაავადებების წარუმატებელი მკურნალობის საფუძველი.
    • ,,პაციენტთა დაუმორჩილებლობა”, ,,იშვიათი კონტაქტი
    • პაციენტებთან” არის მიზეზი მათი ფაქტიურად
    • თვითშემოქმედებისა.
#4 რეკომენდაცია
  • ოჯახის ექიმის ავტორიტეტის ამაღლების მიზნით (ფაქტიურად ახალი წარმონაქმნია პირველადი ჯანდაცვის რგოლში) ექიმისა და ექთნის აქტივობა უბანზე.
#5 რეკომენდაცია
  • მოსახლეობის გათვითცნობიერების დეფიციტი სერვისების შესახებ. ფარმაცევტები აღნიშნავენ, რომ სააფთიაქო ქსელში მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ძირითადი რეკომენდაცია არის დანიშნულება ამა თუ იმ დაავადების ან სიმპტომის მართვის მიზნით, მანიპულაცია – წნევის გასინჯვა. მოტივი ექიმთან არ მისვლის – მატერიალური პრობლემა.
#6 რეკომენდაცია
  • ყველაზე ხშირად გამოყენებადი ვიწრო სპეციალისტის კონსულტაცია 62%-ში თბილისში და 56%-ში რეგიონებში – კარდიოლოგი.
  • ერთერთი ყველაზე იშვიათად გამოყენებადი ლაბორატორიული ტესტი – ქოლესტეროლის განსაზღვრა სისხლში.
#7 რეკომენდაცია
  • რეცეპტის დაბრუნება საექიმო პრაქტიკაში.
  • ქართულ პოპულაციაში 46% ღებულობს არაადექვატურ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას და 60%-ზე მეტი მართავს დაავადებას თვითნებურად (დოზის ტიტრაცია, კომბინირებულ მკურნალობაზე გადასვლა და ა.შ.).
#8 რეკომენდაცია
  • ექთნის რგოლის გაძლიერება.ექთნები თავიანთი საქმიანობის ძირითად მიმართულებად ასახელებენ პაციენტთა სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებას, საპასპორტო მონაცემების ფიქსირებას. თვლიან. რომ როგორც ოჯახის ექიმის გუნდის წარმომადგენლის როლი საბოლოოდ რეალიზებული არ არის.
  • #9 რეკომენდაცია
  • მოსახლეობის ინფორმატიულობის გაზრდა პირველადი ჯანდაცვის სერვისების (მ.შ.უფასო) მიმართულებით
#10 რეკომენდაცია
  • რეგიონებში გადამზადებული ოჯახის ექიმთა გუნდის დასაქმებით საოჯახო მედიცინის სფეროში.
უკან დაბრუნება
ვებ-გვერდი შექმნილია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით,
პროექტ ,,ინფორმაციის გავრცელების ახალი ტექნოლოგიები ქვეყნის პოპულაციის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესების სამსახურში" ფარგლებში
Created by HINET © 2011 - 2024. All Rights Reserved