აირჩიეთ ენა: ქართულიEnglish
29 სექტემბერი 2011
ფოტო გალერეა
29 სექტემბერი 2011
ვიდეო გალერეა

გულის მსოფლიო დღე

ყოველწლიურად, 29 სექტემბერს, გულის მსოფლიო ფედერაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით, აღინიშნება გულის მსოფლიო დღე. 2011 წლის გულის მსოფლიო დღის დევიზია ,,ერთი სამყარო, ერთი ოჯახი, ერთი გული“.

27-29 სექტემბერს საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელმა  საზოგადოებამ  შპს ,,კარდიოსერვისი XXI”- თან ერთად ჩაატარა ქ.ბათუმში, საბავშვო ბაღების გაერთიანების ქალთა ორგანიზებული პოპულაციის სკრინინგული კვლევა კარდიო-ვასკულურ რისკ-ფაქტორთა გამოვლენის მიზნით. სკრინინგული აქტივობა მოიცავდა

-- ეპიდემიოლოგიური კითხვარის შევსებას, არტერიუ;ლი წნევის გაზომვას, ანტროპომეტრიას და ელექტროკარდიოგრაფიულ კვლევას, ასევე თვითშევსებისთვის შფოთვისა და დეპრესიის სასკრინინგო კითხვარს.

ქალთა პოპულაცია, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებით აქტუალურია კარდიო-ვასკულურ დაავადებათა აქტიური გამოვლენის დეფიციტის გამო.

აქციის ფარგლებში გამოკვლეულია  149 პირი, საშუალო ასაკი 46წ.
-- არტერიული ჰიპერტენზია 38%-ში,
-- გულის იშემიური დაავადება 4,7%-ში,
-- ზოგადი სიმსუქნე 53%,
-- მარილის ჭარბი მოხმარება 28%,
-- შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომატიკა 94,5%-ში (კლინიკური ფორმების სიჭარბით).
-- პათოლოგიური ეკგ 30%-ში (უხშირესად მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნები, მარცხენა წინა ჰემიბლოკი, დისტროფიული ცვლილებები გულის კუნთში, გამოხატული ჰიპოქსიური Tკბილები და ა.შ.).

ქალებში სკრინინგულმა კვლევამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა უსიმპტომო კონტიგენტში, რომელთა საშუალო ასაკი 46 წელია აღნიშნული რისკის მართვის მნიშვნელობას.
 
 
ვებ-გვერდი შექმნილია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით,
პროექტ ,,ინფორმაციის გავრცელების ახალი ტექნოლოგიები ქვეყნის პოპულაციის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესების სამსახურში" ფარგლებში
Created by HINET © 2011 - 2024. All Rights Reserved