აირჩიეთ ენა: ქართულიEnglish
31 მაისი 2012
ფოტო გალერეა

კონფერენცია

„გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისა და მათი რისკ–ფაქტორების ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აჭარის რეგიონში: პრობლემის მდგომარეობა“

2012 წლის 31 მაისს ბათუმის სასტუმრო „რედისონ ბლუ“-ში 16.00-ზე შედგა კონფერენცია თემაზე „გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისა და მათი რისკ–ფაქტორების ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აჭარის რეგიონში:პრობლემის მდგომარეობა“
კონფერენციის ორგანიზატორები საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოება  და  აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ფარმაცევტული კომპანია MSD-ს მხარდაჭერით.  

კონფერენციის პროგრამა
  1. კონფერენციის გახსნა–აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ბატონი თემურ გაბაიძე.
  2. პერსონალური კარდიო–ვასკულური რისკი–დაავადებათა მართვის ორიენტირი პროფესორი ბეჟან წინამძღვრიშვილი, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტი
  3. კარდიო–ვასკულურ დაავადებათა გავრცელების ტენდენციები აჭარის რეგიონის მოსახლეობაში
    დალი ტრაპაიძე, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების მონიტორინგული და შეფასებითი  კვლევების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი
  4. დისლიპიდემიის მართვა: პრინციპები და სირთულეები
    ნინო შარაშიძე, მედიცინის დოქტორი, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოება
  5. უახლესი სიტყვა ჰიპოლიპიდემიურ მკურნალობაში – MSD, ნანა კახაძე
  6. პაციენტის მკურნალობაზე დამყოლობა,მოტივაცია და5Aს მიდგომა ქრონიკული დაავადებების მართვისას
    თამარ აბესაძე, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი.
მოხსენებების ბოლოს გაიმართა დისკუსია. თავისი შეხედულებები კონფერენციის მიხსენებებზე და საერთოდ პრობლემის მდგომარეობაზე
წარმოადგინეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჯანდაცვის ფაკულტეტის თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა
პროფესორმა სალომე ღლონტმა, სამედიცინო ცენტრ ,,მედინას” კარდიოქირურგმა იოსებ სიხარულიძემ, USAID-ის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების პროექტის ხელმძღვანელმა თამარ ჩიტაშვილმა და სხვ
ვებ-გვერდი შექმნილია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით,
პროექტ ,,ინფორმაციის გავრცელების ახალი ტექნოლოგიები ქვეყნის პოპულაციის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესების სამსახურში" ფარგლებში
Created by HINET © 2011 - 2024. All Rights Reserved